აშშ-ს პრეზიდენტი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდ დოლარს სთხოვს. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას მან კონგრესს უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარების აღმოსაჩენის თხოვნით მიმართა. ჯო ბაიდენის თქმით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამატებით 33 მილიარდი დოლარის დაფინანსების დამტკიცება. აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა “არ არის იაფი”, მაგრამ აშშ არ შეუძლია “უმოქმედოდ ყოფნა“.ბაიდენის თქმით, რუსეთი აგრესორია და მსოფლიო მას პასუხისმგებლობას დააკისრებს.
“ჩვენ არ გვაქვს ფული – ამიტომ დღეს, უკრაინის შესანარჩუნებლად, კონგრესს ვუგზავნი დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას, რათა შევინარჩუნოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში და გავაგრძელოთ ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ეს დაფინანსება უახლოეს კრიტიკულ თვეებში სამხედრო საჭიროებებს ითვალისწინებს და რუსული აგრესიის შესაჩერებლად უსაფრთხოების გრძელვადიან შეკავებაზე ტრანზიციას გულისხმობს. ისევე როგორც პუტინმა არჩევანი გააკეთა ამ სასტიკი შეჭრის დასაწყებად, მას შეეძლო ასევე არჩევანი გაეკეთებინა და დაესრულებინა ის. რუსეთი აგრესორია და მსოფლიო უნდა დააკისროს და დააკისრებს რუსეთს პასუხისმგებლობას. იმ დახმარების წყალობით, რომელიც ჩვენ გავწიეთ, ,,რუსულ ძალებს კიევიდან უკან დახევა მოუხდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსული არმია არ დაბრუნდება. სწორედ ამიტომ, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო და ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.