დასრულდება თუ არა წელს პანდემია- კითხვაზე პასუხი ისევ უცნობია. ქვეყანაში შენარჩუნებული დადებითი დინამიკის ფონზე, ეპიდემიოლოგებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება მაინც უჭირთ. სპეციალისტები ზაფხულში მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პანდემიის დასრულებაზე საუბარი ადრეა , ვიდრე კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის მცირე შანსი მაინც არსებობს. არსებული ვითარების ფონზე, ეპიდემიოლოგები მთავარ მოწოდებად ისევ და ისეგვ ვაქცინაციას ტოვებენ. რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატიასტიკას- ქვეყანაში ვირუისის გავრცელება კლებას აგრძელებს. გასულ 24 საათში კოვიდ-19-ით მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა. 132 კი დაინფიცირდა.