ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. ის სოციალურ ქსელს Twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს. “ქართული ოცნებისგან ვითხოვ განმარტებას, ითვლება თუ არა მსგავსი საქციელი საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ?”- წერს გალერი.