უკრაინაში დაღუპულების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ოჯახები სარგებლობენ – შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა “ნაციონალური მოძრაობას” აქვს. ოპოზიცია კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც უკრაინაში მებრძოლებისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.