გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე – მედიაში გავრცლებულ ამ ინფორმაციას პარტიის ლიდერი დღეს იუმორით ეხმიანება. ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მარგველაშვილი პარტიის თავჯდომარის პოსტს ჩაიბარებს, ის ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გახდება. ნიკა მელიას მედიაში გავრცლებულ ინფორმაციაზე სერიოუზული კომენტარის გაკეთება უჭირს, ამბობს, რომ ეს ამბავი საერთაშორისო სკანდალში გახვეული ივანიშვილის თემის გადასაფარად მოიგონეს. მედიაში გავრცლებულ ინფორმაციას უარყოფს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.
“ქართულ ოცნების” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი დაწინაურდა, რადგან ის აქამდე პარტიის რიგითი წევრი იყო. მისვე შეფასებით, ეს იმ წინააღმდეგობების ლოგიკური გაგრძელებაა, რაც პარტიის შიგნით ხდება. ირაკლი კობახიძე ამბობს იმასაც, რომ პარტიის თავმჯდომარის შესაძლო ცვლილება მიხეილ სააკაშვილის ეჭვიანობის შედეგია.