ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერის გავრცელების გამო, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უკრაინამ მოითხოვა. შესაბამის განცხადება უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფრაქციის „ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გააკეთა. არახამიას ამ განცხადებას მმართველ გუნდში დღეს უპასუხეს და თქვეს, რომ ის საქართველოში მოქმედი რადიკალურ ოპოზიციის წევრია.