“ბინძური დეზინფორმაცია და ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ” – ასე ეხმაურება დავით ხიდაშერლი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის გავრცელებულ ჩანაწერს. აუდიოჩანაწერში ერთ-ერთი ფიგურანტი სწორედ დავით ხიდაშელია, რომელსაც საზოგადოება კარტოგრაფების გახმაურებული საქმიდან იცნობს. იმედისთვის მიცემულ განცხადებაში ბიზნესმენი ამბობს რომ ვლადიმერ ევტუშენკოვთან 30 წლიანი მეგობრობა აკავშირებს. “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი მთავარი მოწმე ადასტურებს რომ ალი უზდონოვთან ერთად საქართევლოში შეხვედრები ბიზნეს სექტორთან გამართეს, რაც ჩანაწერებიდანაც ირკვევა. ბიზნესმენი ამბობს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილთან და პრემირთან შეხვედრები არ გაუმართავს.