“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მორიგი სატელოფონოს საუბარი ვრცელდება, რომელიც 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება. ჩანაწერს youtube არხი, ”კიბერ კმარა” ავრცელებს. ოლიგარქები თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. 10 მარტის ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს ეუბნება, რომ სანქციების გვერდის ავლით სურს იმოქმედოს და მისთვის კონკრეტული შეთავაზება აქვს. ჩანაწერში საუბარია ალი უზდენოვზე, მის წარმომადგენელზე, ვიცე-პრეზიდენტზე და ამბობს, რომ ეს პირი და დავითი ჩამოვლენ თბილისში და ივანიშვილს გაესაუბრებიან. მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტით თარიღდება, ოლიგარქი ამბობს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს ხვდებიან მისი წარმომადგენლები, ალი უზდენოვი და დავითი. ის სთხოვს ივანიშვილს, რომ ის წარმომადგენლები მას პირადადაც გაესაუბრონ.