გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში – საკითხი კვლავ ბუნდოვანია. ოპოზიციის ინფორმაციით, ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრისას დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები დაისვა. ოპოზიციის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის გადაყვანისთვის მზაობას საერთაშორისო პარტნიორები ღიად აცხადებენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით- განცხადებას ავრცელებს. ამბობენ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით-უსაფუძვლოა.
მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.