ჩატარდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – საკითხი დღის წესრგში მას შემდეგ დადგა, რაც ვადამდელი არჩევნების მისაღწევად “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუჩის მასშტაბური აქციები დაანონსა. იდეა ლევან ხაბეიშვილმა გუშინ, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში კონსულტაციების გავლის შემდეგ გაახმოვანა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ახლა ხელისუფლების ცვლილებაა და ამისთვის ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.