კლანური მმართველობა სასამართლოში, კრიტიკული მედიის შევიწროება, სუს-ის მიერ მოქალაქეების უკანონო მიყურადება და პოლიტპატიმარი ექს პრეზიდენტი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშში ნახსენებ თემებზე, დღეს ოპოზიციამ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გამართა. იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ აქციის მიზანი “ქართული ოცნების” გამოფხიზლებაა. მათი თქმით, სახელმწოფო დეპარტამენტს მსგავსი კრიტიკული ანგარიში ჩვენი ქვეყნის შესახებ ჯერ არ მოუმზადებია. სწორედ ამიტომ ისინი ხელისუფლებისგან ადექვატურ რეაქციებს ითხოვენ.