ვლადიმერ პუტინი, რომელიც უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ კამერებთან საჯაროდ იშვიათად ჩნდება, ვლადიმერ ჟირინოვსკის პანაშვიდზე მივიდა. პუტინმა პანაშვიდზე წითელი ვარდების თაიგული მიიტანა და პირჯვარი გადაიწერა.
რუსეთის “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 6 აპრილს გარდაიცვალა. მანამდე ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. 75 წლის ჟირინოვსკი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის დიაგნოზით 2 თებერვლიდან იმყოფებოდა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. უკანასკნელ დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.