გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა – ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. ხმის მის მიცემის შედეგად, გადაწყვეტილებას გაეროს 93-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, 24-მა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
შესაბამისი რეზოლუცია აშშ-მ გაეროში მას შემდეგ შეიტანა, რაც ქალაქ ბუჩადან რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები გავრცელდა. ამ გადაწყვეტილებამდე რუსეთმა 47-წევრიანი საბჭოს ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გაგდების მცდელობა განიხილება, როგორც “არამეგობრული ჟესტი”.