ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოწვევისთვის.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღავენლს, ასევე თურქ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის კრიზისს და რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს. საუბარი დაეთმო ევროკავშირის წევრობის განაცხადსაც. ქართული მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ ნიდერლანდები მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ასპირაციას.