უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე, რომლითაც რუსები სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებენ- კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. ნედ პრაისმა ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც სწორედ ამ ინფორმაციას შეეხებოდა. თქვა, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი აქვთ და ამასთან არ იმყოფება პოზიციაში, განმარტება გააკეთოს შეკითხვაში ნახსენებ ბრალდებებზე. მან, კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე, კიდევ ერთხელ გაიმეორა შტატების პოზიცია, რომ ქვეყნები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ეცდებიან მხარი დაუჭირონ კრემლს და მის საომარ ძალისხმევას ფინანსური ან სამხედრო თვალსაზრისით დადგებიან შედეგების წინაშე.
“ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე გასულ კვირას, თუმცა ქართველ ხალხს საღად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, მათ შორის რუსეთის მცდელობები, წაგლიჯოს სუვერენული ტერიტორიები. ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ვხედავთ, რომ კრემლი უკრაინაში ახორციელებს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნას,” – ნედ პრაისი.