საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქლაქე გაიტაცა. ტყვეობაშია ყოფილი სამხედრო 34 წლის ლევან მაჩაბელი, საოკუპაციო რეჟიმი მას საზღვრის უკანონო კვეთასა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობას ედავება. დეფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს სუს-ი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ცნობა, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა, სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელდა ვიდეოსც, სადაც მაჩაბელი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საუბრობს.
უკანონო დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება სადაც წერია, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებსაც.