ტანკებისა და მავთულხლართების ენა, ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს – ზბიგნევ რაუ საქართველოში | 30.03.2022

უკრაინის მიმართ რუსეთის შეუჩერებელ  აგრესიaსა  და რეგიონში  არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან ერთად ისაუბრა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავე დროს ეუთოს თავჯდომარე, ზბიგნევ რაუ დავით ზალკალიანს  დღეს  შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებიც  განიხილეს. შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეუთოს ფარგლებში არსებულ კონფლიქტებს,  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასაც.

“როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, მინდა დავადასტურო ეუთოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, შიდა და გარე გამოწვევების გათვალისწინებით. რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამანადგურებელი ქმედებები სხვა რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ ეუთოს არეალში. საქართველო გახლავთ ამის ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი მაგალითი. ვხედავთ, რომ არის მცდელობა, ძალისმიერი მეთოდებით მოხდეს საზღვრების ცვლილება ევროპაში. ტანკებისა და მავთულხლართების ენა, ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს. ის მიმართულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის წინააღმდეგ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა, არამედ იგი მიმართულია ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ. ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხები იყოს მაღალ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში,” – ზბიგნევ რაუ.