პუტინის პრესმდივანი განმარტავს, თუ რა მისია აქვს აბრამოვიჩს უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობს, რომ ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი არ არის რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წევრი, თუმცა ის მოლაპარაკებებზე რუსეთს წარმოადგენს.
გუშინ, გამოცემა Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ რომან აბრამოვიჩს, 3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა. გამოცემის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, აბრამოვიჩი იმყოფებოდა კიევსა და ლვოვში და პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა. ილიარდერთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ს დაუდასტურა, რომ რამდენიმე კვირის წინ, რომან აბრამოვიჩს ჰქონდა მოწამვლის ნიშნები, თუმცა, დეტალები არ დააკონკრეტა. მომხდარის ფონზე, უკრაინამ დღეს მოლაპრაკებების მონაწილეები გააფრთხილა, რომ შეხვედრაზე არაფერი ჭამონ და დალიონ.