მსჯავრდებულმა ესპრეზიდენტმა გუშინ მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა და აქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი მომხრეებს ურჩია ნუ დაემორჩილებიან სამართალდამცველებს. სასამართლოში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ექსპრეზიდენტმა დამატებითი განმარტებები დღეს სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა.
“როდესაც მე ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით და მთავრობის მხრიდან ძალადობის არდაშვებაზე. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვეულებრივ საქმიანობას პარლამენტში აზრი არ აქვს, ეს არ ნიშნავს პარლამენტის დატოვებას, არამედ ერთადერთი მთავარი საკითხით პარლამენტში ყოფნას – მოქმედი არალეგიტიმური მთავრობის გაშვებისთვის და ახალი გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რათა მან ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები. ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია და მეტი არაფერი,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.