საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი იმედა დარსალია მაუწყებელში არსებულ “შავ სიებზე” საუბრობს და დაბლოკილი რესპოდენტების გვარებს ასაჯაროებს. ჟურნალისტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და იმ ადამიანების სახელები წაიკითხა, რომლებიც, მისივე თქმით, შავ სიაში იყვნენ შეყვანილები. დარსალია ხელმძღვანელების მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობაზე საუბრობს. „ახალი კვირის“ წამყვანსა და ჟურნალისტებს “პიველი არხი” არ დაუტოვებიათ, თუმცა, პროფესიულ საქმიანობაში ვერ ერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 28 დეკემბრიდან, რეორგანიზაციის მოტივით, გადაცემა “ახალი კვირა“, ეთერში აღარ გასულა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში” ჟურბნალისტების უფლებების დასაცავად სახალხო დამცველს მიმართავს.