უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან ერთი თვე გავიდა. სწორედ ამიტომ, საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგნიზებით, დღეს, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ გაშლილია უკრაინის დროშა, მიტანილია ყუთი, სადაც მოქალაქეებსს შეუძლიათ წერილის დაწერა. წერილები მოგვიანებით, უკრაინაში გაიგზავნება და სოციალურ პლატფორმებზე ანონიმურად გამოქვეყნდება.