ფქვილის ფასი გაძვირდა. ინფორმაციას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ადასტურებს. ასოციაციის თავჯდომარის, ლევან სილაგავას განმარტებით, 1 ტონა ხორბალზე ფასი საშუალოდ 70 დოლარით გაიზარდა. მიზეზად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები სახელდება. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ხორბლის იმპორტი სხვა ქვეყნებიდან უკვე გაძვირებული ფასით, სავარაუდოდ ერთ თვეში დაიწყება.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, საქართველოში გაძვირდა საწვავიც. მისმა ფასმა უკვე 4 ლარს გადააჭარბა. ექსპერტებს დამაიმედბელი პროგნოზის გაკეთება უჭრთ. ამბობენ, რომ ნავთობის ფასი პირდაპირ კავშირშია უკრაინაში მიმდინარე ომთან.