“საქართველოს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი, რომ რუსეთს იმაზე მეტი სანქცია დაუწესოს, ვიდრე დაწესებული აქვს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პაპუაშვილი გამოეხმაურა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხსაც. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ახლა იმაზე საუბარს, რომ დივერსანტების მეშვეობით შეეცდება რუსეთი აგრესია აწარმოოს – ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ისტერია იყოს.