ჩავა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიევში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – მმართველი პარტია მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას კვლავ თავს არიდებს. ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კიევში ჩასვლა კონსულტაციების შემდეგ და უსაფრთოხოების ზომების გათვალისწინებით გადაწყდება. ხელისუფლების ოპონენტებს მმართველი პარტიის სიფრთხილე არ უკვირთ და ამბობენ რომ პრემიერ-მინისტრი წესით პირველი უნდა ყოფილიყო ვინც უკრაინაში ჩავიდოდა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებდა. უკრაინის პრეზიდენმტა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს მოუწოდა, დედაქალაქში ჩავიდნენ და ამ ფორმით მხარდაჭერა გამოხატონ.