“ეს იყო ერთდროულად ძალიან გონივრული და მნიშვნელოვანი გამოსვლა” – ასე შეაფასა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის თქმით, მისთვის ასევე მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ ხელისუფლების წევრები.
“ძალიან მოკლედ ვიტყვი, ვესწრებოდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. მოუთმენლად ველი რა სახის რექაციები იქნება ამ გამოსვლის საფუძველზე მომავალ განხილვებზე საქართველოში,” – კარლ ჰარცელი.