დღეიდან რუსეთის მთელს ტერიტორიაზე Instagram-ზე წვდომა შეწყდა. როგორც პროექტი GlobalCheck-ი იუწყება, Instagram დაბლოკილია ყველა პროვაიდერთან, სოცქსელზე წვდომა შეიძლება მხოლოდ VPN-ის ან ბლოკისთვის გვერდის ავლის სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით. Instagram-ზე წვდომის დაბლოკვა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 11 მარტს მოითხოვა. მიზეზი მოქალაქეთა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახდა. ოფიციალური მოსკოვი მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსული სოცქსელები VKantakte და Odnoklassniki გამოიყენონ. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Instagram-ის , Facebook-ის და „უოთსაფის“ მფლობელი კომპანია „მეტას“ „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ აღიარების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. Instagram-ის დაბლოკვას რუსი ე.წ ინფლუენსერები, ბლოგერები და ცნობილი ადამიანები განსაკუთრებული ემოციებით ხვდებიან. მათი ნაწილი უკმაყოფილებას ვერ მალავს, რადგან ამბობენ, რომ ეს სოციალური ქსელი მათი შემოსავლის წყარო იყო.