ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, – ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ვერსალში სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ- ასე ეხმაურება გავრცელებულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ევროკავშირი შეისწავლის განაცხადის ავტორი ქვეყნების მზაობას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.