საქართველოში პურის ფასი ძვირდება – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პურზე ფასის ზრდას ერთი თვის შემდეგ ვარაუდობს. მიზეზად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები სახელდება. ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავს თქმით, საქართველოში ხორბლის იმპორტი სხვა ქვეყნებიდან უკვე გაძვირებული ფასით, სავარაუდოდ ერთ თვეში დაიწყება და შესაბამისად, ეს პურის ფასსზეც აისახება.
რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებს ფონზე, საქართველოში ძვირდება საწვავიც. ექსპერტებს დამაიმედბელი პროგნოზის გაკეთება უჭრთ. ამბობენ, რომ ნავთობის ფასი პირდაპირ კავშირშია უკრაინაში მიმდინარე ომთან. რუსეთ-უკრაინის ომის დაწეყბის შემდეგ, ყოველდღიურად უფასურდება ლარიც. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 დოლარის ღირებულბა 3.52 თეთრია.