ხულოში ძალადობრივი დაჯგუფების, “ალტ-ინფოს” მიერ დაფუძნებულ პარტიას, “კონსერვატიულ მოძრაობას” ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მესაკუთრემ, მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიის იდეოლოგიის შესახებ გაიგო და მათთვის ფართის მიქირავებაზე უარი თქვა. “ალტ-ინფომ” პოლიტიკური პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა.