“ნუ უკლავთ დედებს შვილებს”, “შეწყვიტეთ ომი”, “სოლიდარობა უკრაინას” – ამ ლოზუნგით ქუთაისში მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად ქალები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები რუსეთის აგრესიას გმობენ და ამბობენ, რომ ომს გამართლება არ აქვს. აქცია ქალთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი სოხუმის მხარდაჭერით გაიმართა.