“ქართული ოცნებას“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეჭვობს, რომ უკრაინის ხელისუფლება და ქართული ოპოზიცია, შესაძლოა, კოორდინირებულად მოქმედებდნენ, როცა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან რბილი ურთიერთობისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებისთვის აკრიტიკებენ. მდინარაძის განცხადება იყო გამოხმაურება უკრაინელი დეპუტატის, დავით არახამიას 6 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობდა, რომ რცხვენია საქართველოს იმ პოზიციის გამო, რომლითაც ქართული პროდუქტი შესაძლოა რუსეთის ბაზარზე ექსპირტზე გავიდეს.