ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ტელეხიდით მსოფლიოს 5 ქალაქს მიმართავს. მათ შორის იქნება თბილისიც. ტელემიმართვა 20:00 საათზეა დაანონსებული. მიმართვას საქართველოს მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან მოისმენენ. ვოლოდიმიტ ზელენსკის მოსასმენად და უკრაინის მხარდასაჭერად დღეს რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.