“ქართული ოცნება” საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზებზე საუბრობს და ვოლოდიმირ ზელენსკის ამ გადაწყვეტილების მიღებას, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ პირებს უკავშირებს. დავით არახამია, ზურაბ ადეიშვილი – ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ეს უკრაინელი მაღალჩინოსნები ჩამოთვალა, რომლებიც მისი შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოორდინირებულად მოქმდებენ. კობახიძე ოპონენტებს საქართველოს უკრაინის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი ხელისუფლება დაჩქარებული წესით ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინება.