საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შემდეგ უკრაინის საელჩოში პირველი კომენტარი გაკეთდა. დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის არგუმენტები გაიმეორა და თქვა, რომ მიზეზი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები გახდა. მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრების შეზღუდვა და სანქციების მიმართ ქართული მხარის დამოკიდებულება.