პროკურატურამ სკოლა “ალბიონის” პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. გამოძიების ინფორმაციით, ექსკურსიაზე მყოფი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერში შევიდა, შემდეგ კი პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩა. იმის გამო, რომ მდინარე ადიდებული იყო, ახალგაზრდამ ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს. ბრალდება სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. პროკურატურა ასევე მიმართავს სკოლა, “ალბიონის” ადმინისტრაციას ერთ-ერთ დაკავებულს პედაგოგიური საქმიანობა შეუჩეროს, მეორე ბრალდებული პედაგიოგიურ საქმიანობას აღარ ეწევა.