უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევის შემდეგ პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი უკრაინის საელჩოსთან გამართა. როგორც ხოშტარიამ თქვა, დღეს ბოროტების მხარეს მხოლოდ 2 ქვეყანა დგას, ეს რუსეთი და ბელარუსია, თუმცა მისივე თქმით, ამ ქვეყნებს საქართველოც დაემატა. პარტია დროას ლიდერის თქმით, დგება მომენტები როცა მოქალაქეებმა უნდა გადავწყვუტოთ, ვიდგებით თუ არა ღირსების მხარეს.