საქართველოს პრემიერი ფიქრობს, რომ უკრაინაში “ჩასვლა ჩასვლისთვის” არაფრის მომცემია. განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, რუსული ოკუპაციის 101- ე წლისთავზე, კოჯორში, იუნკერების მემორიალთან გააკეთა. პრემიერმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ უკრაინაში საჰაერო სივრცე ჩაკეტილია და ქვეყანაში ჩასვლას მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ვერ ახერხებენ.
პრემიერმა დღეს ისიც თქვა, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ დაწესებულ საერთაშორისო სანციებს შეუერთდეს.
„პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის“ – ასეთია პრემიერის პოზიცია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვის მოთხოვნაზე. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ამ ვითარებაში სხდომის გამართვა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს.