1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი დღეს პარლამენტში მიაგეს. ღონისძიებაზე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდნე და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
1921 წლის 23 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში ხუთ დღიანი ომი დაიწყო. ქვეყნის დასაცავად წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერები გამოვიდნენ, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა. 25 თებერვალს კი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.