საქართველოს მესამე პრეზიდენტი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მას პუტინის დავალებით კლავენ.
მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც პენიტენციურ სამსახურს დაევალება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღება.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “მედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.