ამორტიზებული გზა და განადგურებული ინფრასტრუქტურა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე. ადგილზე არსებული მდგომარეობა ოპოზიციამ გააპროტესტა. ამბობენ, რომ არსებული მძიმე ვითარება კორუფციისა და “ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგია. ხელვაჩაურის მერიაში კი, ხელს ყოფილი ხელმძღვანელობისკენ იშვერენ. უწყებაში ამბობენ, რომ 4 წლის განმავლობაში განადგურებულ გზაზე პასუხისმგებლობას ახალი მერი ვერ აიღებს.