პარტია “დროას” შეფასებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა დისკრიმინაციულია. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბათუ ქუთელიამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გამონაკლის ჯგუფადაა მოხსენიებული. “დროა“ მოუწოდებს პრემიერს, დასაქმების პროგრამის ფარგლებში არსებული დისკრიმინაციული მიდგომა აღმოფხვრას და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.