ქვეყანაში კორონვირუსის გავრცელებამ კლება დაიწყო. ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად ინფექცია 15 315 პირს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რიცხვს კი კიდევ 55 ადამიანი შეემატა. მოცემული რიცხვების ფონზე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგნლები მეექვსე ტალღის პიკის დასრულებაზე ალაპარაკდნენ.