კომპანია “თელმიკოს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამსახური სემეკთან ერთად მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ერთვება. მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე სემეკი მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს უკვე სწავლობს. ამ დროისთვის სემეკში 700-მდე საჩივარია შესული. საჩივრები დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება.
პირველი მარტიდან სოც.დაუცველების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება. ეს განცხადებაც დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი 200 ათას ადამიანს დასაქმდებას პირდება. ამბობს, რომ ვაკანსიებს მუნიციპალიტეტები და სამინისტროები შექმნიან. პრემიერმინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე დაიდება 50 ათასი ვაკანსია.