“ნაციონალური მოძრაობა” სემეკის თავმჯდომარეს პარლამენტში იბარებს. გადაწყვეტილება ოპოზიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლოებას დეკემბრისა და იანვრის თვეში გაორმაგებული კომუნალური გადასახადები მიუვიდა. ლევან ბეჟაშვილი ნარმანიას უახლოეს პლენარულ სხდომაზე იბარებს და გაძვირებულ ტარიფებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს თხოვს.
“ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან კითხვები აქვთ პარტია “ლელოშიც”. ოპოზიცონერი დეპუტატები ამბობენ, რომ. სემეკი მომხარებლების უფლებებს არღვევს და აუცილებელია ნარმანიამ ყველა კითხვას უპასუხოს.
ბოლო რამდენიმე თვეა, მოსახლეობა ელექტროენერგიის გაირმაგებული გადასახადების გამო წუხს. ამის გამო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ “თელასსა” და “თელმიკოში” მონიტორინგი დაიწყო. რევიზიის ჯგუფმა უნდა დააადგინოს რამდენად სწორად არის დარიცხვები გაკეთებული, და ხომ არ იკვეთება დადგენილ წესებთან შეუსაბამობა. მონიტორინგის პროცესი 3 მარტამდე გაგრძელდება და შემდეგ დასკვნა კომისიას წარედგინება.