ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად, ინფექცია 25 161 პირს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რიცხვს კი კიდევ 51 ადამიანი შეემატა. ქვეყანა რომ ვირუსის მეექვსე ტალღის გავრცელების პიკშია ამას ადასტუებს ჯანდაცვის სამინიტრო.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის გამო დაწესებული იზოლაციის ვადის შემცირებაზე მსჯელობს. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ამბობს, 8-დღიანი იზოლაციის ვადა 5-დღემდე შემცირდება. ივანე ჩხაიძის განმრატებით, ეს გადაწყვეტილება, დასაქმებულების სამუშაო ადგილებზე დროულ დაბრუნებას უზრუნველყოფს, რაც მათ შორის, ჯანდაცვის სექტორს, სამედიცინო პერსონალის მწვავე დეფიციტისგან დაიცავს.