საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება.
“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს, საქართველოს ხელისუფლებას კი – ასეთი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისკენ. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც არჩევნების ჩატარება,”- აღნიშნულია განცხადებაში.