“ხელისუფლება გვახრჩობს” – ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნალური გადასახადების გაძვირება და პროდუქტზე ფასების მატება გააპროტესტეს. მდუმარე აქცია-პერფორმანსი მოძრაობა “ხალხისთვის” წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან ის საკვები პროდუქტები მიიტანეს, რომლის შეძენაც მოსახლეობას უკვე უჭირს. აქციის წევრებს მიტანილი ჰქონდათ ყულფიც, ვინაიდან მათი თქმით მთავრობა გაზრდილი ფასებით მოსახლეობას ახრჩობს. მათ პრემიერ-მინისტრისთვის ძღვენის გადაცემაც სურდათ, თუმცა აქციის მონაწილეებს პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.