საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ გასულ დღეებთან შედარებით მცირედით იკლო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 10 129 ინფიცირებული თბილისში დაფიქსირდა. დადებითობის მაჩვენებელი მაღალია იმერეთსა და აჭარაშიც. ეპიდემიოლოგები მომდევნო კვირას გადამწყვეტად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებას დაიწყებს. მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა მხოლოდ აცრაა.