გიგი უგულავას საქმის სასამართლო სხდომა, რომელიც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ პოლიტკოსს ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. უგულავამ მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაულის თანამონაწილეა, რადგან მან პროკურატურას არ მოუწოდა, საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული კადრები ამოეღო.
“პოლიტიკური და სამართლებრივი აბსურდი” – ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ძიუდოისტის ცემის საქმეზე პროცესების განახლებას. ამბობს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი პოლიტიკური შურისძიების თანამონაწილეა.
თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონზე ძალადობას ედავებიან. შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. გიგი უგულავა კი განაჩენის მოლოდინშია.