„კვლევა ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა უკან მიდის“ -ასე აფასებენ ოპოზიციაში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევას. ამბობენ, რომ საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პროცესით იმედგაცრუება ადეკვატურია. ოპოზიციის თქმით, კვლევაში გამოკვეთილი ტენდენციები აჩვენებს, რამდენად მძიმეა საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობა.
„ქართულ ოცნებაში“ კვლევის შედეგებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სახით ხელისუფლებამ ყველაზე რელევანტური და ლეგიტიმური კვლევა ჩაატარა. მათი თქმით, კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაში ნდობის ფაქტორი სამჯერ არის გაუარესებული, საფუძველს მოკლებულია.